კობახიძეს ყოფილ ომბუდსმენზე სისტემატური თავდასხმა უკან შემოუტრიალდა - ევროსაბჭოს კრიტიკული ანგარიში
ირაკლი კობახიძეს ყოფილ სახალხო დამცველზე სისტემატური თავდასხმა უკან შემოუტრიალდა. საქართველოს შესახებ ევროპული კომისიის ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლების წევრების განცხადებები ომბუდსმენის წინააღმდეგ სახალხო დამცველის ინსტიტუტის პრაქტიკულად დემონიზაციას იწვევს, მის რეპუტაციას და დამოუკიდებლობას ანადგურებს. ამის მაგალითად კომისიას ანგარიშში ციტატებად აქვს გამოტანილი კობახიძე-მდინარაძის განცხადებები ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ.
ასეთი მწვავე დასკვნა საქართველოს შესახებ ევროპულ კომისიას პრაქტიკულად არასდროს დაუწერია. დოკუმენტში მოხვდა 5 ივლისის მოვლენები, როგორც საზოგადოებაში შიშის დანერგვის მცდელობა. ევროპული კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიძიოს ის ძალადობის ფაქტები,რაც თბილისის ქუჩებში მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელდა. ქართული ოცნების ლიდერებს სიძულვილის ენის ტირაჟირებაში ამხელენ და წერენ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის ეს ფორმა უკვე მათ ყოველდღიურობად იქცა.
ევროსაბჭოს კრიტიკული ანგარიში - ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში