ძარცვის სერია ვაკეში - რა ხდება დედაქალაქის ცენტრში?
ვაკე არასრულწლოვანების ტერორში - ბარნოვის ქუჩაზე მდებარე მაღაზიები, სილამაზის სალონები და კაფეები თითქმის ყოველდღე მოზარდების თავდასხმების მსხვერპლი არიან. ძარცვავენ ყველა ობიექტს და მიაქვთ ყველაფერი არც ადგილზე დახვდებათ. უკვე თვეებია სავაჭრო ობიექტები დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. პოლიციას ერთი არგუმენტი აქვს - მძარცველები არასრულწლოვანები არიან და მათი დაკავების უფლება არა აქვთ. თუმცა ეს ფაქტი მაღაზიების მფლობელებისთვის შვება არ არის.
ზარალი დიდია, მოზარდები ტეხენ კარებს, აზიანებენ ინვენტარს და მიაქვთ ფული და მაღაზიებში არსებული პროდუქცია. არაერთი ობიექტი უკვე რამდენჯერმე გახდა არასრულწლოვანების თავდასხმის მსხვერპლი. თითქმის ყველა ძარცვის ფაქტი ასახულია ვიდეოკამერების ჩანაწერებზე და თავდამსხმელების იდენტიფიცირებაც პოლიციისთვის რთული არ უნდა იყოს, თუმცა რეაგირება ჯერ არ არის. ბარნოველი სერიული მძარცველები ამ დრომდე ხელშეუხებელნი არიან.
ძარცვის სერია ვაკეში - ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟი