წყალქვეშა ნავ "ტიტანის" ეკიპაჟის წევრები დაღუპულად გამოაცხადეს

23.06.23 09:56
წყალქვეშა ნავ  "ტიტანის" ეკიპაჟის წევრები დაღუპულად გამოაცხადეს

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ბორტის 5-ვე მგზავრი დაიღუპა. 
ინფორმაციას ამერიკის სანაპირო დაცვა ავრცელებს.

ტიტანიკის ფრაგმენტების სანახავად ოკეანის სიღრმებში ხუთი ადამიანი იყო ჩასული. ბორტის მგზავრი იყო ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მილიარდერი შაჰზადა დავუდი, მისი ვაჟი სულაიმან დავუდი და ფრანგი მყვინთავი პოლ-ჰენრი ნარგეოლე. რაც შეეხებაა, ექსპედიციის ხელმძღვანელს, გავრცელებული ინფორმაციით, ის  Ocean Gate-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – სტოკტონ რაშია.

გემი ოკეანეში კვირას ჩაეშვა. კონტაქტი მგზავრებთან ჩაშვებიდან დაახლოებით ორ საათში გაწყდა. წყალქვეშა ნავში ჟანგბადის მარაგი მაქსიმუმ  90 საათის სამყოფი იყო.