ნიკამ თქვა, რომ აღარ იქნება დირექტორი, თუმცა მისი ენერგია სასიცოცხლოდ საჭიროა ტელევიზიისთვის - ტრაპაიძე

23.06.23 11:12
ნიკამ თქვა, რომ აღარ იქნება დირექტორი, თუმცა მისი ენერგია სასიცოცხლოდ საჭიროა ტელევიზიისთვის - ტრაპაიძე

"მთავარი არხის" მთელი  გუნდისთვის გვარამიას გათავისუფლება სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძეს, მიუხედავად იმისა, რომ გვარამიამ თქვა, რომ აღარ იქნება არხის დირექტორი, სურს, რომ ნიკა გვარამია აქტიურად იყოს ტელევიზიაში, რადგან მისი თქმით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის ენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტელევიზიისთვის.

მართლა ძალიან ემოციური იყო. ჩემზე, ყველაზე უემოციო ადამიანზე თუ რამე ასე იმოქმედებდა, მართლა არ მეგონა. ისე ჩავედი რუსთავამდე, მაინც მეგონა, რაღაცა ხუმრობა ხომ არ არისთქო. ნიკამ თქვა თვითონაც, რომ აღარ იქნება დირექტორი, მაგრამ რჩება დამფუძნებლად. მე მიჩვეული ვარ ნიკას დირექტორობას და ჩემი სურვილია, რომ ნიკა იყოს აქტიურად ტელევიზიაში, იმიტომ, რომ მას ისეთი ენერგია აქვს, რაც ტელევიზიას სჭირდება. სასიცოცხლოდ საჭიროა". - ამბობს ნათია ტრაპაიძე.