"პოლიტიკურ ველზე, ალბათ, ბევრი რამ შეიცვლება" - ნინო სამყურაშვილი გვარამიას გათავისუფლებაზე
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება არა ნიკასთვის, არამედ ქვეყნისთვის მიიღო.
ჟურნალისტის თქმით, მან "მთავარი არხის" დამფუძნებლის პოლიტიკურ გეგმებზე არაფერი იცის, თუმცა აღნიშნავს, რომ გვარამიას გათავისუფლება პოლიტიკურ ველს მთლიანად შეცვლის.
ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილს არ მიუღია ნიკასთვის, ეს გადაწყვეტილება მან ქვეყნისთვის მიიღო. თუ იყო 3 რეკომენდაცია შესრულებული, ახლა 4 სრულად არის შესრულებული. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. გეგმებზე დანარჩენზე, ალბათ, უკვე დაგველაპარაკება. გუშინ მხოლოდ ისე ვნახეთ, დანარჩენი ალბათ, დღეს უფრო მეტს იტყვის და გვეტყვის. პოლიტიკაშიდ აბრუნებაზე მე ნამდვილად არ აფერი ვიცი, არც კულუარულად, არც ისე. პოლიტიკურ ველზე, ალბათ ბევრი რამ შეიცვლება". - ამბობს ნინო სამყურაშვილი.