"ჯორჯიან მანგანეზის" განცხადება შეურაცხყოფა და გლახავია" - გაფიცული მაღაროელები პროტესტს აგრძელებენ
"ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებას გაფიცული მაღაროელების პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ მათ 14 პუნქტიან გეგმაში მსგავსი მოთხოვნა საერთოდ არ ჰქონიათ, არ უთხოვიათ მაღაროების გადმოცემა, ამიტომ კომპანიის განცხადებას შეურაცხყოფად იღებენ და პროტესტს აგრძელებენ.
ჩვენ არ გვითქვამს, რომ ჩვენ გადმოგვეცით მაღაროები, ჩვენ ვთქვით ნაციონალიზაცია და ეს ნიშნავს, რომ ნახევარი ამ მოგების დარჩეს ქალაქში და მოხმარდეს ქალაქს. ჩვენ არ მოგვითხოვია, რომ ჩვენ გადმოგვეცი პირადად ან ამათგანს. ეს არის შეურაცხყოფა და გლახავია. თუ 3500 და 2700 ლარი მაქვს ხელფასი მაქვს, რა მინდა წვიმაში გარეთ. თუ არადა თუ 3500 და 2700 ლარი გვაქვს, გაგვიკეთონ ხელშეკრულებები იმაზე, რომ ეგ ხელფასი გევქნება ჩვენ, დღესვე ვდგებით და მივდივართ. სხვა პრობლემებიც უნდა მოგავრონ ოღონდ მაგასთან ერთად" - ამბობს გაფიცული მაღაროელი.