ბადრი ესებუა გომელაურის უწყებას რამდენჯერმე გაექცა - სკანდალური ჩვენება სასამართლოზე

23.06.23 13:33
ბადრი ესებუა გომელაურის უწყებას რამდენჯერმე გაექცა - სკანდალური ჩვენება სასამართლოზე

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ესებუამ პორცესზე სკანდალურ ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ  თქმით, გომელაურის უწყებას რამდენჯერმე გაექცა.

ესებუა ამბობს, რომ ქვეყნიდან არ წასულა, მხოლოდ აფხაზეთში იყო გადასული.

სულ მაჩერებდნენ, მჩხრეკდნენ.ადრეც ჰქონდა პოლიციას ბევრ ადგილას ჩემი დაკავების მცდელობა. აფხაზეთშიც ვიყავი. აზრზე არ ვარ რატომ ამირჩიეს, ალბათ, სასურველი კანდიდატი ვიყავი. არ ვიცი ან მანამდე რატო მდევნიდნენ". - ამბობს ესებუა.

ბადრის ესებუა სასამართლო პროცესზე ასევე იხსენებს დამალვისა და გაქცევის ეპიზოდებს, ასევე ამბობს, რომ მისი და მისი ძმის ფბ-ები გატეხილი იყო და ყვება, როგორ უწევდა განსაკუთრებული სიფრთხილით გადაადგილება.

საღამოს სახლში დავიბარე, თბილისში მივიდვარ ექიმს უნდა გავესინჯო-თქო. საღამოს წავედი და იმის მერე ხან ნათესავთან და ხან მეგობართან ვიყავი. ასე გავიდა ორი დღე. ტელევიზორს რომ ვუყრუებდი, ჩემს დეიდაშვილს გადაუღია ჩემთვის ფოტო და ჩემი ძმისთვის გაუგზავნია, ვიცოდი რომ ჩემი და ჩემი ძმის ფბ გატეხილი იყო. ფოტო რომ გაუგზავნია, უფიქრია დაბრუნდაო, უკითხავს ჩემი დეიდაშვილისთვის შენთან არისო და მოვიდა ჩემთან. მკითხა, რას შვები, რა გჭირსო. ეგრევე მივხდი რომ პოლიციასაც ეცოდინებოდა მე სად ვიყავი და იმ სახლიდან ეგრევე წავედი. იმის მერე მიმალვაში ვიყავი. ქუდი დამრჩა ჩემს დეიდაშვილთან სახლში. 

პოლიციისადმი ნდობა არ მაქვს ზოგადად და არ მქონდა იმედი, რომ ჩემს უდანაშაულობას გაიგებდნენ. ორი წლის ადრეც ვგრძნობდი საფრთხეს. ორი წლით ადრეც მე ქალაქშიც  ვერ გავდიოდი. სოციალურ ქსელში არაკორექტულად მოვიხსენიე პოლიციელები და ამის მერე ჩემს მიმართ დაიწყო პოლიციამ რაღაცები, იმის მერე ფრთხილად ვიყავი. 

ესებუა ასევე ყვება, როგორ იმედი ჰქონდა, რომ პოლიცია საქართველოს ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით სიმართლეს გაარკვევდა და გეგმავდა, რომ ამის შემდეგ საზოგადოებაში ღიად გამოჩენილიყო.

მეგონა რომ ეს ყველაფერი გაირკვეოდა (საქართველოს ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით) რომ მე არაფერ შუაში ვარ, მაგრამ მერე ჩემი ძმა დაიჭირეს და სულ გადამეწურა იმის იმედი, რომ რაიმეს გაარკვევდნენ. ჩემი ძმა, უდანაშაულო კაცი დაიჭირეს იმიტომ, რომ ეგონათ ჩემთან კონტაქტი ექნებოდა, იმის მერე ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე და გადავწყვიტე რომ მივმამულიყავი.

ესებუამ ჩვენებისას გამომძიებლები სიცრუეში დაადანაშაულა და თქვა, რომ დანაშაული არასოდეს უღიარებია.

თავზე დამადგნენ, მეძინა ვერც მოვედი აზრზე. წინააღმდეგობა არც გამიწევია. 10 კაცი შემოვიდა და ეგრევე დამაკავეს. მერე გამომძიებლები შემოვიდნენ. მათ არაფერი სიმართლე არ უთქვამთ, ყველაფერი მოიტყუეს. 

აღიარა დანაშაულიო, თანხაზე თქვა ნახევარი დავხარჯე,  ნახევარი დავკარგეო - ასეთი არაფერი არ მითქვამს. 

მე ისეთ დღეში ვიყავი არ ვიცი რა დაწერეს და დღემდე არ ვიცი. იმის მერე წამიყვანეს'.- თქვა ესებუამ.

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს.

ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ამ საქმეზე მას 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი),  სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, დაკავების შემდეგ ესებუას პროკურატურამ ახალი ბრალიც წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე. ამ საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ ის 5 აპრილს დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.