მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების პროტესტი ქუთაისში - 300 დასაქმებული უწყვეტ აქციებს აანონსებს

23.06.23 17:36
მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების პროტესტი ქუთაისში - 300 დასაქმებული უწყვეტ აქციებს აანონსებს

მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების პროტესტი ქუთაისში. 300 დასაქმებული უწყვეტ აქციებს აანონსებს, მიზეზი ქარხნის მოულოდნელი დახურვაა.

დასაქმებულები აცხადებენ რომ ადმინისტრაციამ საწარმო მოულოდნელად დახურა, თანამშრომლებს კი არც კუთვნილი ხელფასი და არც კომპენსაცია არ გადაუხადა. 

მეტალურგიული ქარხანა 11 ივნისს დაიხურა.