წულუკიანის შერჩევითი შეხვედრა კინორეჟისორებთან - კულტურის მინისტრმა ფარული აუდიენცია ჩანიშნა

23.06.23 20:21
წულუკიანის შერჩევითი შეხვედრა კინორეჟისორებთან - კულტურის მინისტრმა ფარული აუდიენცია ჩანიშნა

გოგა ხაინდრავა წულუკიანის მაშველ რგოლად - კულტურის მინისტრმა შელახული რეპუტაციის აღდგენა კინოხელოვანებში  ოცნებების სასაფლაოს რეჟისორის დახმარებით სცადა. მინისტრმა დღეს  საგულდაგულოდ შეარჩია ის კინემატოგრაფისტები, ვინც  თავად სურდა და შეხვედრაზე მიიწვია. წულუკიანი შეეცადა საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ მარტო არ არის და მხარდამჭერები მასაც ყავს, თუმცა უმრავლესობას დღეს წულუკიანის დაცვა არც კი უცდია, რადგან ყველამ იცის, რა რეპრესიებს ახორციელებს მინისტრი. 

შეხვედრაზე მივიდა "ოცნების" კიდევ ერთი პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს კინოცენტრში ემალება.  სამაგიეროდ, მრავალწლიანი პოლიტიკური ერთგულება არ დაუფასეს ქეთი დოლიძეს.  რეჟისორს წულუკიანმა ერთი კრიტიკული განცხადება არ აპატია და მიწვეული სტუმრების სიაში არ ჩასვა.

კინოცენტრის ის  თანამშრომლები  კი ვინც  მინისტრთან შეხვედრას ორი კვირაა ითხოვენ,  დღეს  ისევ კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. კამერის ნაცვლად სასტვენები, გადასაღები მოედნის ნაცვლად კი ქუჩის პროტესტი - ეს კინემატოგრაფისტების ყოველდღიური ცხოვრება გახდა.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.