„განაჩენს არ ვეთანხმები“ - ბადრი ესებუას 13 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
„განაჩენს არ ვეთანხმები“ - ამ სიტყვებით დატოვა სასამართლო დარბაზი ბადრი ესებუამ. ბანკის ყველაზე ცნობილ მძარცველს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა.
დღეს ბრალდებულს ბოლო სიტყვის უფლება ჰქონდა. ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ესებუა დანაშაულს არ აღიარებს და პოლიციას უსაფუძვლო დევნაში ადანაშაულებს. განსასჯელმა პროცესზე დღემდე უთქმელი ამბებიც მოყვა, მათ შორის როგორ გაექცა სამართალდამცველებს და არაერთხელ.
მაშინ, როდესაც ესებუას გომელაურის უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა და მისი ფოტოები ყველა პოლიციელს ჯიბეში ჰქონდა, ის ქალაქიდან ქალაქში დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდა. ესებუა ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ იმიტომ გამოაცხადეს დამნაშავედ, რომ ინფორმაცია სამართლადმცველებს მისმა თანასოფლელმა მიაწოდა.
ეს არგუმენტები მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა და დღეიდან ბადრი ესებუას ბრალდებულის სტატუსი მსჯავრდებულით შეეცვალა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.