ჯუთა გარესამყაროს მოწყდა - ყაზბეგის ცენტრიდან 15 კილომეტრში მდებარე სოფელში ხალხი შველას ითხოვს
ჯუთა გარესამყაროს მოწყდა. ყაზბეგის ცენტრიდან 15 კილომეტრში მდებარე სოფელში ხალხი შველას ითხოვს. სოფელში გზა ჩამოიშალა. ორმოცამდე ოჯახის ბედი გაურკვეველია. მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. სოფელში ტურისტები არიან ჩარჩენილები.
სამანქანო მოძრაობა აკრძალულია, ამიტომ ხალხი სახლებს ფეხით ტოვებს.
გზა სულ დაძრულია და ელექტროენერგიის ბოძებიც მიაქვს, ასევე გაზის მილები გადის ამ გზაზე და ამ მილებსაც საშიშროება ელის. გზის გარეშე ხომ ვრჩებით, ასევე დენის და გაზის გარეშეც ვრჩებით. საჭიროა მანქანა, მოხუცები არიან, პროდუქტია მისატანი". - ამბობს ადგილობრივი.