გუგლის მონაცემებთ, ნეიტრლურ ზონაში საცობია - რა ხდება საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან

24.06.23 17:19
გუგლის მონაცემებთ, ნეიტრლურ ზონაში საცობია - რა ხდება საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან

რა ხდება საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. „პირველების“ ჟურნალისტი რომელიც, უკვე მოვლენების ეპიცენტრშია ამბობს, რომ ადგილზე ჯერჯერობით ნაკადის მომატება არ შეინიშნება.

რუსეთში სამხედრო გადატრიალების ფონზე, დიდი მოლოდინია, რომ საქართველოს რუსი მიგრანტების ახალი ნაკადი მოაწყდება. გუგლის მონაცემებთ, ნეიტრლურ ზონაში საცობია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლის მსურველების რიცხვი იზრდება. როსტოვიდან, რომელიც უკვე დაიკავეს ამბოხებულმა ვაგნერელება, ლარსამდე 9 საათის გზაა. არ არის გამორიცხული, ხალხი ვინც დონის როსტოვის ტოვებს, საქართველოში გადმოსვლით უშველონ თავს

ადგილზე უსაფრთხოების საგანგებო ზომების გამკაცრების შესახებ განცხადება გაავრცელა ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„პირველების“ ინფორმაციით, შსს სპეციალური განცხადების გავრცელებასაც გეგმავს საგანგებო ზომების მიღებასთან დაკავშირებით.