მოსკოვიდან პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა – Der Spiegel
მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაყიდულია.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel იტყობინება.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენები. ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელის მტკიცებით, აკონტროლებენ ვორონეჟსაც.