ელოდებიან, როგორ დაუცდება ფეხი უნაყოფო ბოსტანში უნებართვოდ შემოსულ ახალგაზრდას - გია ხუხაშვილი გოლეთიანზე

24.05.21 18:04
ელოდებიან, როგორ დაუცდება ფეხი უნაყოფო ბოსტანში უნებართვოდ შემოსულ ახალგაზრდას - გია ხუხაშვილი გოლეთიანზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში იმ საზოგადოებას აკრიტიკებს, ვისაც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის დაფინანსების წყარო უფრო აინტერესებს, ვიდრე პრობლემები, რომელიც გარემოს ადგება.

საზოგადოება, რომელსაც ის უფრო აინტერესებს, თუ ვინ აფინანსებს, ვინ დგას პროტესტის უკან, ვიდრე ის, არის თუ არა პროექტი ნამდვილად კორუფციული, არის თუ არა პრობლემატური გარემოსდაცვითი დასკვნები და გულისფანცქალით ელოდება, როდის დაუცდება ფეხი მის “უნაყოფო ბოსტანში” უნებართვოდ შემოსულ ახალგაზრდას, პოზიტიური განვითარების არანაირი პერსპექტივა არა აქვს - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ დღეს თბილისში გადაინაცვლა.