რუსეთი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - ლარსზე რუსი მოქალაქეების ნაკადი არ წყდება
ბოლო 5 საათია ლარსზე რუსეთის მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. საქართველო-რუსეთის საზღვართან არსებულ გამშვებ პუნქტთან საათობრივად ემატება ხალხის ნაკადი, თუმცა შსს-ს თანამშრომელბი ამტკიცებენ, რომ ეს არის ჩვეული რეჟიმი და ამ რაოდენობის ვიზიტორი რუსეთის ისედაც ყოველდღიურად სტუმრობს საქართველოს.
საპირისპიროს ამტკიცებენ ადამიანები, რომლებსაც "პირველები" გამშვებ პუნქტან ესაუბრა. მათი თქმით, საქართველოსკენ მომავალ გზაზე 5 საათი მოუწიათ საცობში დგომა.
სპეციალური განკარგულების გარეშე ვერავინ გადმოდის საქართველოს ტერიტორიაზე. შესაძლებელია, ეს იმ მოვლენების ფონზე ხდება,რაც ახლა რუსეთში ხდება. ჩვენი მხარე აქეთ არ გვიშვებს. ფაქტია რომ საზღვარზე პრობლემებია. ჩვენი დიდი ავტობუსი შემოსვალს ვერ ახერხებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ დიდი ხანი ვიდექით და როგორც იქნა გამოგვიშვეს, თუმცა ავტობუსი, რომელშიც ნივთები გვაქვს, ისევ იქ დგას. საზღვარზე დიდი საცობია". - ამბობს რუსეთიდან მომავალი მოქალაქე.
"პირველები" ასევე ესაუბრა იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ვერ შეძლეს გადაეკვეთათ საზღვარი. როსტოვში მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს მებაჟეებმა განუმარტეს, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ როსტოვში შესვლას, რადგან ქალაქს ვაგნერელები აკონტროლებენ.
"ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, როსტოვში მივდიოდით, თუმცა უარი გვითრეს და უკან მოგვაბრუნეს". - ამბობს მოქალაქე.