ვაგნერელები როსტოვს ტოვებენ

24.06.23 23:37
ვაგნერელები როსტოვს ტოვებენ

 Ria Novosti-ის ცნობით, ვაგნერელები ქალაქ როსტოვს ტოვებენ.

"ვაგნერელთა რაზმები როსტოვის ცენტრიდან გასასვლელად ემზადებიან. ისინი მანქანებში სხდებიან", - წერს რუსული მედია.

ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთში აჯანყებას აჩერებს და  ძალებს უკან, საველე ბანაკებში აბრუნებს.