"დაბნეულები და შეშინებულები ვართ" - თბილისში რუსების ახალი ნაკადი ჩამოვიდა

25.06.23 11:19
"დაბნეულები და შეშინებულები ვართ" - თბილისში რუსების ახალი ნაკადი ჩამოვიდა

თბილისში რუსების ახალი ნაკადი ჩამოვიდა. პრიგოჟინის აჯანყებით შეშინული აგრესორი ქვეყნის მოქალაქები სამშობლოდან გამოიქცნენ. ბლოკირებული მოსკოვის დანახვით შოკირებულმა რუსებმა  ავიაბილეთები სამჯერ უფრო ძვირად იყიდეს.

რუსული ავიახომალდი თბილსში დილის 10:00 საათზეე დაეშვა.  ბორტი მგზვარებით იყო სავსე. რუსეთშიიი არეულობის დასრულების მიუხედავად, თბილისისკენ მომავალი ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

რუსეთიდან დღეს ჩამოფრენილი ადაიანები ამბობენ, რომ რუსეთში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშინებულები არიან. 

ხალხი დაბნეულია. ზოგს არ ესმის რა ხდება მოსკოვის ქუჩებში. ზოგს ძალიან ეშინია, სამართლადამცავები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან და აქტიურად პატრულირებენ, - ამბობს რუსეთის მოქალაქე. 

ის, რომ რუსეთის მოსახლეობა შეშინებულია, ოკუპანტი ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე ადასტურებს. 

მოქალაქეებს განსხვავებული განცდები აქვთ რუსეთში განვითარებული პროცესების მიმართ. ბევრი შეშინებულია ჩემსავით, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.