ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

25.06.23 11:29
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა. გამშვებ პუნქტზე ახალი შეზღუდვები დილიდან ამოქმედდა. სამეგრელოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შესაძლებელია, თუმცა გალელ მოსახლოებას დანარჩენ საქართველოშიი არ უშვებენ.

ოფიციალური მიზეზი არავის განუმარტავს, თუმცა ხიდის დაკეტვა, სავარაუდოდ, პრიგოჟინის აჯანყებასთან არის კავშირში. მას შემდეგ, რაც მისმა მებრძოლებმა  დონის როსტოვი დაიკავეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლოებამ „საზღვრებზე“ კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.