თბილისში საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან - დედაქალაქში დღეს ორი შეკრება დაიგეგმა
თბილისში საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. დედაქალაქში დღეს ორი შეკრებაა დაგეგმილი. მოქალაქეები რუსეთთან საზღვის დაკეტვას და სავიზო რეჟიმის დაწესებაას ითხოვენ. რუსეთში დაწყებული არეულობის ფონზე, თბილისში ფიქრობენ, რომ ამ მომენტით შესაძლოა, პუტინმა ისარგებლოს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას.
ორი შეკრება, ორ განსხვავებულ დროს და განსხვავებულ ადგილას არის დაგეგმილი. პირველი აქცია 16:00 საათზე პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. აქცია "ევროპულმა საქართველომ" დააორგანიზა. ოპოზიციის წევრები ადგილზე კინოჩვენებას გამართავენ და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ქვეყანას რუსული ხელისუფლება მართავს.
გვინდა გავაანალიზოთ ის მოვლენები, რომელიც რამენიმე დღის წინ დაიწყო რუსეთში. შანი, რომელიც ამ ქვეყანსა დღეს ეძლევა გამოსაყენებელია და სწორედ ამ ფარგლებში გვინდა იმაზეც ვისაუბროთ და ისიც ვაჩვენოთ საზოგადოებას და საწიროება დავანახოთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილებების მიღწევა ამ ქვეყანაში, რომ 2024 წელს რუსული რეჟიმის შეცვლა მოხდეს, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მეორე აქცია ზუსტად 20:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება. აქციის ორგანიზატორი "ტალღას" ლიდერი ნატა ფერაძეა. აქციის მონაწილეები, ოკუპანტ ქვეყანასთან საზღვრების ჩაკეტვას, ფრენების გაუქმებას და სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვენ.
რვა საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოეადნზე. მცირე მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტთან და დავაყენებთ მოთხოვნებს, რომ შემოვიდს უმკაცრესი სავიზო რეჟიმი რუსეთთან, აიკეტოს ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი და აკრძალოს ფრენები რუსეთის ფედერაციიდან. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი აქცია. გთხოვთ, მოხვიდეთ ყველა, ვინც თვლით, რომ ეს პრიორიტეტული მოთხოვნაა და შეუქმნის ქვეყანას პრობლემას, - ამბობს ნატა ფერაძე.