ტექნიკის ექსპორტი რუსეთში - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია
ტექნიკის ექსპორტი რუსეთში - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ" ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, ტექნიკის მეშვეობით რუსეთში ჩიპები არ შედის. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საქართელოს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება და ეს მხოლოდ სპეკულაციაა.
თქვენი ტელევიზია ამტკიცებს, რომ „ქენონის“ ფოტოაპარატებით იბომბება უკრაინა. ასეთი სისულელეები შეგიძლიათ ამტკიცოთ, მაგრამ რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, არაერთგზის დადასტურდა, რომ ყველა სპეკულაცია იყო ცარიელი სპეკულაცია, ყველა ტყუილი, იყო ცარიელი ტყუილი, - ამბობს კობახიძე.
ამავე სამტკიცებს დედაქალაქის მერიც.
სანქციების გვერდი ავლისთვის საქართველოს გამოყენება არ ხდება. ვერცერთი ფაქტი ვერ დასტურდება ამისი და ამაზე ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრებიც საუბრობენ, რომ ასეთი აფქტი არ დადასტურებულა, - ამბობს კალაძე.
"ტვ" პირველის გამომძიებელ ჟურნალისტებსს კომპანიებმა დაუდასტურეს, რომ ლარსის გავლით რუსეთში გადის ის ტექნიკა, რომელსაც ჩიპები აქვს, ეს ჩიპები კი აგრესორ სახელმწიფოსსს უკრაინაში ომისთვის ჭირდება.