"ექიმები კრიმინალები არ ვართ" - კლინიკების რეპრესიულ კანონპროექტს პარლამენტი ხვალ განიხილავს
რეპრესიული კანონი კლინიკებისთვის - პარლამენტი ხვალ მეორე მოსმენით განიხილავს კანონს, რომლითაც სამედიცინო სექტორში საბჭოთა "ობეხეს" ანალოგიური სტრუქტურა შემოდის. ჯანდაცვის მინისტრს შეეძლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დახუროს კლინიკა. ახალი კანონპროექტი საავადმყოფოების გარდა ფარმაცევტულ ქარხნებზეც გავრცელდება.
მედიკოსები ეჭვობენ, რომ ახალი რეგულაციების შემორებით სამინისტრო სამედიცინო ბიზნესის მარწუხებში მოქცევას ცდილობს.
ტონი ჯანდაცვის მესვეურების სამედიცინო საზოგადოების მიმართ უნდა იყოს დარეგულირებული. სამინისტროს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ექიმები არიან კრიმინალები, აყალბებენ დოკუემნტაციას, ექიმები აზიანებენ პაციენტებს და სამინისტრო სასწრაფოდ უნდა შევვარდეს და გამოგლიჯოს ხელიდან ავადმყოფი, რომ იმან არ დააზიანოს ის. სამეიდიცნო სფერი ამით არის შეურაცხყოფილი. აბა, როგორ უნდა მოხდეს მკურნალობის პროცესი?, - ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორიგურამ ქარაზანაშვილი.