სამხედრო ამბოხით შეშინებული რუსები საქართველოში გამოიქცნენ - რას ამბობენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქები

25.06.23 20:10
სამხედრო ამბოხით შეშინებული რუსები საქართველოში გამოიქცნენ - რას ამბობენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქები

საქართველოს ავიახაზებმა მოსკოვიდან თბილისში მგზავრებით დატვირთული ბოინგი ჩამოიყვანა. სამოქალაქო ომის შიშით ქართული ავიაკომპანიის რეისზე ყველა ბილეთი გუშინ რეკორდულად მოკლე დროში გაიყიდა. 

რუსეთის დედაქალაქში პანიკა პრიგოჟინის მიმართვამ გამოიწვია.  ხალხმა გაქცევა დაიწყო. უსაფრთხო ადგილად მიიჩნიეს საქართველოც, თუმცა აქ ჩამოსულთა ნაწილმა პირველად გაიგო, რომ საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთის მოქალაქე დღეს ჟრნალისტს ეკითხებოდა, ვის მიერ და რომელი რეგიონებია ოკუპირებული.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კი საგანგებო ზომები ამ დრომდე მოქმედებს. ენგურის ხიდი მთელი დღეა ჩაკეტილია. მოქალაქეეები  იზოლაციაში მოაქციეს. ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება არავის აქვს.  რუსმა მესაზღვრეებმა ენგურის გადმოკვეთის უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს მისცეს, ვინც  აფხაზეთში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.