"ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება" - საქართველო რუსეთს მსოფლიო ბრენდების ელექტროტექნიკით ამარაგებს

25.06.23 20:19
"ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება" - საქართველო რუსეთს მსოფლიო ბრენდების ელექტროტექნიკით ამარაგებს

მაცივარი, ტელევიზორი, კონდინციონერი, წვენსაწური -  ეს არასრული ჩამონათვალია იმ ელექტროტექნიკის, რომელიც საქართველოდან რუსეთში შევიდა. შაბათის ეთერის გასაჯაროებული დოკუმენტებით დგინდება, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში მინიმუმ ხუთი ქართული კომპანია ეხმარება. სქემა ასეთია : მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული პროდუქცია ჯერ ჩვენს ქვეყანაში შემოდის, შემდეგ კი ტექნიკით აგრესორი სახელმწიფო მარაგდება. პროდუქცია რუსეთში სატვირთო მანქანებიით გააქვთ, ამის გამო ლარსთან კილომეტრიანი რიგებია.

არსებობს ეჭვი, რომ ოკუპანტები საყოფაცხოვრებო ტექნიკას შლიან და სამხედრო მიზნებისვთის იყენებენ. საუბარია ჩიპებზე, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთში აღარ იყიდება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.