რეპრესიული კანონი ჯანდაცვის სექტორს - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
რეპრესიული კანონი კლინიკებისა და ფარმაცევტული ქარხნებისთვის - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ასოციაცია კანონპროექტს, რომელიც დღეს პარლამენტმა უნდა განიხილოს, ნეგატიურად აფასებს და მის შეჩერებას მოითხოვს.
საუბარია კანონზე, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების და ფარმაცევტული ქარხნების დახურვის გადაწყვეტილებას უკვე ერთპიროვნულად, სასამართლოს გარეშე მიიღებს.
საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია წერს, რომ დაგეგემილი ცვილლებების აუცილებლობა არ არსებობს და კანონპროექტი თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების შესაძლებლობას შეზღუდავს.
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ა(ა)იპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ – აკადემიური საზოგადოების, ექსპერტების, მწარმოებლების, სააფთიაქო და სადისტრიბუციო ქსელების, დარგის სხვა წარმომადგენლების წამყვანი ასოციაცია – ეხმაურება საქართველოს კანონში ,,სამეწარმოე საქმიანობის კონტროლის შესახებ” დაგეგმილ ცვლილებებს.
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლებამოსილება გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა მოსამართლის ბრძანების გარეშე.
აღნიშნული ცვლილებებით, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა საშუალება, თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთებისა და დათქმების გარეშე განახორციელოს მეწარმის საქმიანობის კონტროლი ნებისმიერი, მისთვის სასურველი სიხშირითა და მოცულობით, რაც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების შესაძლებლობას.
დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემოწმების დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობას, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო, 24 საათის განმავლობაში, შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. ამავდროულად, შუამდგომლობის წარდგენისას, მაკონტროლებელმა უნდა დაასაბუთოს შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.
ა(ა)იპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია”, დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს ნეგატიურად და მოითხოვს შეჩერდეს წარმოდგენილი კანონპორექტის განხილვა, სანამ არ მოხდება კანონპროექტის შემუშავება დარგის სპეციალისტების და ექსპერტების ჩართულობით, - ნათქვამია განცხადებაში.