რეპრესიული კანონი კლინიკებს - პარლამენტი კანონპროექტის განხილავს დაჩქარებული წესით იწყებს
სამედიცინო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტი რეპრესიული კანონის განხილვას დაჩქარებული წესით აგრძელებს. საუბარია ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებულ დოკუმენტზე, რომლითაც სასამართლო გადაწყველების გარეშე მინისტრი კლინიკების დახურვის გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.
განხილვა 12:00 საათზე იწყება. პროექტს კომიტეტის სხდომაზე თამარ გაბუნია წარადგენს. პროექტს ოპოზიციის გარდა მმართველი პარტიის ზოგიერთი დეპუტატიც იწუნებს.
კანონპროექტს საშიშის უწოდებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ეს არის საკმაოდ საშიში ცვლილებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჯანდაცვის სამინისტროს რეპრესიები გაატაროს კლინიკების წინააღმდეგ და უხეშად, არასწორი მიზნებით, მათ შორის, ცაერიოს სამედიცინო დარგის საქმიანობაშ. ამავე დროს ის აუქმებს, ფქტობრივად, სასამართლოს როლს და შესაბამისად, დარტყმას აყენებს სამართლიანია სასამართლოს უფლებას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ჯანდაცვის უწყება კი ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიღება პაციენტების ინტერესებით არის განპირობებული.