"დაგვიწყო ჩხუბი, ყვირილი, გინება" - რუსეთის მოქალაქემ თბილსში უკრაინის დროშა ჩამოხია

26.06.23 12:25
"დაგვიწყო ჩხუბი, ყვირილი, გინება" - რუსეთის მოქალაქემ თბილსში უკრაინის დროშა ჩამოხია

რუსეთის მოქალაქეები თბილისში უკრაინულ დროშებს დასდევენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ნასვამი და აგრესიული მამაკაცი უკრაინული ეროვნული სიმბოლიკის ჩამოხსნას.

კადრები ტურისტულ უბანშია გადაღებული. ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე ბინაში მყოფ ქართველებს ქუჩიდან შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს და ძალადობით ემუქრება.

თვითმხილველის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკუთარ აივანზე უკრაინის დროშა ჩამოკიდეს მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად. ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეს პრეტენზია ჰქონდა უკრაინის დროშის დანახვაზე, რის შემდეგაც  ქართველების მისამართით გინება და მუქარა დაიწყო.

ეს ტურისტული უბანი არის და რუსები ხშირად დადიან და იქ ნაქირავებიც აქვთ ბინები. დროშა გვაქვს გადმოკიდებული, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში, ვინაიდან ძველი თბილისია ტურისტები დადიან რუსები დადიან, ვინაიდან ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა ღიად და დეკლარირებულად და ჩვენს ფასადზე, რომელიც დაბალი პირველი სართულია გადმოვკიდეთ დროშა და ამ დროშას გარედან მიწვდები ხელით ისე არის გადმოკიდებული, დაეჯაჯგურა ამ დროშას და დაგვიწყო ჩხუბი ყვირილი, გესმით კიდევაც როგორ იგინება, ისეთ საშინელ სიტყვებს გვეძახის და პრეტენზია ჰქონდა ეს დროშა რატომ გვაქვს გადმოკიდებული და რატომ ვიცხადებთ ასე მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინას, - ამბობს ქრისტინა პაიკიძე