რუსეთმა ხერსონი დაბომბა - არის მსხვერპლი

26.06.23 14:23
რუსეთმა ხერსონი დაბომბა - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ, რუსებმა ტერიტორია დაბომბეს. ისროდნენ ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან და საბრძოლო თვითმფრინავებიდან.

"რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ უბნებში. დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. რუსებმა ქალაქ ხერსონს 17-ჯერ ესროლეს", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.