რამდენად დაბინძურებულია შავი ზღვა - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
რამდენად დაბინძურებულია შავი ზღვა - გარემოს ეროვნული სააგენტყო განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ათ დღეში ერთხელ ცხრა სადგურზე განახორციელებენ, კვლევის შედეგებს კი საზოგადოებას ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე ეცნობება.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ათ დღეში ერთხელ ცხრა სადგურზე განახორციელებს. კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები. აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად. მიღებული შედეგები საზოგადოებას ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე ეცნობება, – ნათქვამია განცხადებაში.