წვიმა ელჭექით და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 30 ივნისამდე
როგორი ამინდი იქნება 30 ივნისამდე - გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოში სითბოს ფონზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას დღის საათებში +30, +32 გრადუსს ვარაუდობენ.