ქარსელაძე, ხაჩიძე და სხვები პარლამენტში არიან - "ოცნების" მომღერლები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ
დავა საავტორო უფლებებზე - პარლამენტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გრძელდება. ოპოზიციის ნაწილი, თვლის, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები ქართულ კულტურასა და მუსიკაში რუსულ გავლენას გაზრდის.
პარლამენტში იმყოფებიან "ოცნების" მხარდამჭერი მომღერლები - ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე, ირმა სოხაძე და სხვები.
საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შედის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში.