ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს
ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს - ინფორმაციას შუბითიძის ადვოკატი ადასტურებს.
დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, სერგო შუბითიძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა. ადვოკატის თქმით, შუბითიძე ნანობს, რომ ხელი თავის კოლეგებს დაადო, როგორც საქმის გამყალბებლებს.
სერგო შუბითიძე წარდგენილ დანაშაულს აღიარებს, წაყენებულ ბრალდებას ეთანხმება. სასამართლოს სხდომაზე არაფრის თქმას არ ვაპირებთ. დანარჩენი ჩვენთვის გვინდა, რომ კონფიდენციალური იყოს. მას ასე სურს. რატომ გააკეთა და რატომ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით შემდგომ სასამართლოს მოახსენებს“-განაცხადა დარეჯან ბუცხრიკიძემ.
შუბითიძე გუშინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. ის შაბათის ფორმულას ეთერში ბაჩალიაშვილის საქმეზე ამბობდა, რომ გაყალბდა და ამის დამადასტურებლად, მასთან ერთ-ერთი გამომძიებლის მიერ ბაჩალიაშვილის დაულუქავი ტელეფონის მიტანას ასახელებდა.