ჯანდაცვის მინისტრმა უკან დაიხია - კლინიკების შესახებ რეპრესიულ კანონში ჩასწორებები შეიტანეს
ჯანდაცვის მინისტრმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მედიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, რეპრესიული კანონპროექტი ჩასასწორეს. ახალი ვარიანტის მიხედვით, მინისტრი სასამართლოს გვერდს ვეღარ აუვლის და კლინიკების დახურვის გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მიიღებს.
ჯანდაცვის სამინისტრომ კანონპროექტში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც ზურაბ აზარაშვილი ექიმებმა და სფეროს ექსპერტებმა რეპრესიების ავტორად გამოაცხადეს. ჩასწორების მიუხედავად, კითხვები მაინც დარჩა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს კლინიკამ, როდესაც რეგულირების სააგენტო შესამოწმებლად შევა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.