ძალადობის წახალისების შემზარავი ფაქტი - მამამ 11 წლის შვილს თანატოლი აცემინა და ვიდეო გადაიღო
ძალადობის წახალისების შემზარავი ფაქტი - 42 წლის კაცმა 11 წლის შვილს თანატოლი სოფლის ცენტრში აცემინა, აიძულებდა, რომ მოეკლა კიდეც და ამ ყველაფერს თავად ტელეფონით იღებდა. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია. მამა-შვილის ძალადობის მსხვერპლ მოზარდს კი უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები აქვს.
დაზარალებული არასრულწოვანი პოლიციამ დედასთან ერთად გამოკითხა. სავარაუდო მოძალადის კვალზე კი, რომელიც ბავშვების მიმართ წამებასა და არადამიანურ მოპყრობაშია მხილებული, სამართალდამცველები ამ დრომდე ვერ გადიან.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.