მდინარე ლიახვში 22 წლის ბიჭს ეძებენ

28.06.23 19:17
მდინარე ლიახვში 22 წლის ბიჭს ეძებენ

მდინარე ლიახვში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 წლის ბიჭს ეძებენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭი მდინარეში ბანაობდა და დინებამ წაიღო.

სოფელ თედოწმინდის მიმდებარედ, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.