47 წლის ქალმა დედას ყელი გამოჭრა - 77 წლის პენსიონერის საზარელი კივილი მეზობლებმა გაიგეს
შემზარავი ფაქტი საგარეჯოდან - 47 წლის ქალმა დედა მოკლა. საზარელი დანაშაულის შემდეგ, ქალი შველას ექიმებს სთხოვდა, თავად შემთხვევის ადგილი დატოვა და ნივთმტკიცება გადამალა. მოხუც ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული. 77 წლის პენსიონერის კივილი მეზობლებმა გაიგეს. სახლში შესვლისას კი უმძიმესი სურათი დახვდათ. ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
მკვლელობის ვერსიად მეზობლები 47 წლის ფსიქიკურ პრობლემებს ასახელებენ. ზოგიერთის თქმით, დედამ შვილს წყლის მოტანა სთხოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილობრივები ასევე წინასწარ დაგეგმილი განზრახ მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.
იყო თუ არა გიორგიწმინდაში მომხდარი დანაშაული წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა - ამ კითხვაზე პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. ეს ვერსია მას შემდეგ გაჩნდა რაც გაირკვა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებულმა 15 წლის შვილი სახლიდან განარიდა და დედასთან მარტო დარჩა.
"ყვირილის და ბრახუნის ხმა გავიგე. დამძახეს, რომ უბედურება მოხდა და ამოდიო. ყელში ჰქონდა დანა დარტმული, მაშინვე მოკვდა ქალი. თვითონ წასულა ექიმთან, მოდით ნახეთ, ცოცხალია თუ მკვდარიაო. არც მოგესალმებოდა, არც არაფერი. ჩაკეტილი ადამიანი იყო. სულ ჩხუბობდნენ, პრობლემები ჰქონდა ფსიქიკური, თბილისში იწვა საავადმყოფოში, მერე დედას შეეცოდა და ცამოიყვანა. სახლში დააკავა პოლიციამ". - ამბობს ადგილობრივი.
77 წლის ქალის ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაშია. დამნაშავე დაკავებულია და ახლა სამართლადამცველები არკვევენ რა გახდა დედა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ქალს დედის მკვლელობისთვის, 20 წლამდე ან უვადოპატიმრობა ემუქრება. თუმცა ჩანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც. თუ ქალს შეურაცხადობა დაუდგინდება, მას დიდი ალბატბით, ციხის ნაცვლად, სამკურნალო დაწესებულებასი გაუშვებენ.