მოძრაობამ „გამოვა“ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვისა და ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გამართა
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის სახელმწიფო საზღვრის დახურვისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის მოთხოვნით, მოძრაობა "გამოვას" ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართა.
პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ჩვენი ისტორიისა და ოკუპანტ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოდინებაზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს.