სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 წლის ბიჭია დაკავებული
სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - სამართალდამცავებმა ცურტაველის ქუჩაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა 15 წლის მოზარდი. მას ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, მოხმარებას ედავებიან.
"პირველების" ინფორმაციით, საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულნი მარჯანიშვილზეც, სადაც იგივე ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.
კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, ფონიჭალაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამ ეტაპზე, დაკავებულია რამდენიმე პირი. კონკრეტულ დეტალებს, თუ ვინ არის დაკავებული და ა.შ. მოგახსენებთ მოგვიანებით," - აცხადებს სანდრო გულუა.
სპეცოპერაცია მიმდინარეობს გორში და ქუთაისშიც.
შსს აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
რაც შეეხება გორს - შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს.
„ამ ეტაპზე სხვადასხვა ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს ღონისძიება სხვა ლოკაციაზეც“, - განაცხადა ვალერი თელიამ.