შურისძიება ჟურნალისტებსაა და საზოგადოებისთვის აქტიურ წევრებზე - პირველი ანტი-სლეპ კონფერენცია თბილისში

29.06.23 12:25
შურისძიება ჟურნალისტებსაა და საზოგადოებისთვის აქტიურ წევრებზე - პირველი ანტი-სლეპ კონფერენცია თბილისში

დასრულდეს ხელისუფლების შურისძიება ჟურნალისტებსაა და საზოგადოებისთვის აქტიურ წევრებზე - თბილისში პირველი ანტი-სლეპ კონფერენცია იმართება.

ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელთან ერთად, ჟურნალისტები და უფლებადამცველები საუბრობენ საფრთხის შემცველ ტენდენციებზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად დააკანონა.

უფლებადამცველების დაკვირვებამ გამოავლინა, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოებში ათობით სარჩელი შედის. ამ ყველაფრის მიზანი კი კრიტიკული მედიის გაჩუმება და განეიტრალებაა. ხელისუფლება, როგორც წესი ითხოვს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას მედიების წინააღმდეგ, კონფერენციას ევროპელი და ამერიკელი ექსპერტებიც ესწრებიან.

"GDI ევროსაბჭოსთან ერთად ვმართავთ ანტი-სლეპ კონფერენციას საქართველოში. სხვა ქვეყნებში უფრო მეტი გამოცდილება არსებობს ამ ფენომენთან ბრძოლის. ეს არის ძალაუფლების მქონე პირების მიერ უსაფუძვლო სამართალწარმოებები, თავდასხმა ისეთ სუბიექტებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქალაქო აქტივიზმში, - ამბობს, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.