შოთა არველაძე 5 აგვისტოს უკრაინის მხარდამჭერ, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მიიღებს მონაწილეობას
შოთა არველაძე 5 აგვისტოს უკრაინის მხარდამჭერ, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება. მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნისა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით სტადიონ სტემფორდ ბრიჯზე". - წერს შოთა არველაძე Facebook-ზე.