ლავროვის სანქცირებული ოჯახის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა
სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა.
სასამართლო მიიჩნია, რომ სამართალდარღვევაში ბრალდებული ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის მიმართ, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.
შეგახსენებთ, აქტივისტები, ფარულავა და ლომიძე, სამართალდამცავებმა 20 მაისს, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ფოტო: რადიოთავისუფლება