რას შეეწირა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს შურისძიებაში ადანაშაულებენ

29.06.23 17:02
რას შეეწირა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს შურისძიებაში ადანაშაულებენ

სადამსჯელო სპეცოპერაცია ექიმების წინააღმდეგ - მედიკოსებს სამსახურებიდან ერთი მეორის მიყოლებით უშვებენ. სასწრაფო დახმარების ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს შურისძიებაში ადანაშაულებენ. 

როგორც გაირკვა, მედიკოსებს, ვინც ხელფასების მატებას ითხოვდა, ახლა ტრენინგების გავლის შემდეგ გამოცდებს აბარებინებენ და მასობრივად ჭრიან. საქმე იქამდეც მივიდა, რომ სასწრაფოს მძღოლი გამოცდიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პაციენტი გარდაიცვალა. გათავისუფლებულთა რიცხვი უკვე 200-მდე აღწევს.

თურმე გამოცდა ყოფილა აუცილებელი, მაგრამ რატომ ხდება ეს, ტრენიგის ბრალია თუ ჩვენ, ყველა ექიმი ერთად გამოვედით მწყობრიდან, რომ 14 ადამიანიდან შეიძლება 14-ვე ჩაიჭრა, ან 20-დან 18 ჩაიჭრას. ჩვენი ჯგუფიდან ყველა ჩაიჭრა, ვინც გამოცდაზე გავიდა. რატომღაც, უცებ გამოგვიცხადეს, რომ ყველანი დათხოვილები ვიყავით სამსახურიდან. ამას წინ რა თქმა უნდა, სხვასახვა რეპრესიები უძღოდა. ვინც პროფკავშირებში ვიყავით და ვმონაწილეობდით, ზეწოლა იყო იქიდან, რომ პირველ რიგში, თუ გინდოდა რომ ტრენინგი ჩაგებარებია, უნდა გამოსულიყავი პროფკვშირებიდან. უნდა გაჩუმებულიყავი, იყო ქვედა დინებებიდან ინმფორმაციის მოწოდებები, ამას ოფიციალურად არავინ იტყვის. ეს არის დამსჯელობითი ფუნქცია და ეს გამოიხატა იმაშიც, რომ ერთ-ერთ სასწრაოფს მძღოლს, რომელსაც ტრენინგს უტარებდნენ, ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო და გული გაუჩერდა" - ამბობს სასწრაფოს ექიმი.