დრონებს "საზღვრის" სიახლოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით ჩამოყრიან - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება

29.06.23 18:29
დრონებს "საზღვრის" სიახლოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით ჩამოყრიან - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება

დრონებს, რომლებიც ე.წ. საზღვრის სიახლოვეს იფრენენ, რეჟიმის წარმომადგენლები ცეცხლსასროლი იარაღით ჩამოყრიან

აღნიშნული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტივისტების და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ სეპარატისტულმა რეჟიმმა მიიღო.
გადაწყვეტილების მიზანი იმ "ბორდერიზაციის" სამუშაოების დაფარვაა, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკანონოდ და დაუსჯელად აგრძელებენ. 

"კანონპროექტი" სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტში უკვე ინიცირებულია და სავარაუდოდ დაამტკიცებენ კიდეც.

ახლა საინტერესოა, რა რეაქცია ექნება ოკუპანტების ახალ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ხელისუფლებას.