ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გდასცემს
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გდასცემს. ნიკა გვარამია პირველი ქართველია, რომელიც ამ ჯილდოს მიიღებს.
ჯილდოს "მთავარი არხის" დამფუძნებლებთან ერთად კიდევ სამი ჟურნალისტი მიიღებს ინდოეთიდან, ტოგოდან და მექსიკიდან.
"პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები განაგრძობენ აქტიურობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას, რომლებიც ყველას ძალას გვმატებ. ჩვენთვის პატივია, რომ ამ წლის გამარჯვებულები ვაღიაროთ: შესანიშნავი რეპორტიორები, ვინც, მათი გაჩუმებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, დაუღალავად მუშაობენ, რათა გამოავლინონ კორუფცია, ძალადობა და არასწორი ქმედებები" - განაცხადა CPJ-ის პრეზიდენტმა ჯოდი გინსბერგმა.
ორგანიზაციის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალი 2023 წლის 16 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმართება.