"ნერვიულობდა, ბევრი ჩაიჭრა გამოცდებზეო" - გარდაცვლილი სასწრაფოს მძღოლის შვილი ჯანდაცვას ტყუილში ამხელს
რას შეეწირა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი - "პირველები" გარდაცვლილის შვილს ესაუბრა.
მაკა ყავლაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციებს ცენტრს ტყუილში ამხელს და ამბობს, რომ მამამისს გული ტრენინგზე გაუჩერდა.
ქალი ამბობს, რომ მამას გულის და ქრონიკული დაავადებების პრობლემები არასოდეს ჰქონია და მამის გარდაცვალების საკითხს იმ სტრესულ სიტუაციას უკავშირებს, რაც ახლა სასწრაფოებში ტრენინგების და გამოცდების გამოა.
შვილი ამბობს, რომ მამამისი ნერვიულობდა იმას, რომ 15 წლიანი სტაჟის მქონე სასწრაფოს მძღოლს გამოცდებში ჩაჭრა ელოდა.
არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, ემოციების და ფიზიკური დატვირთვის ფონზე გაუჩერდა გული. ამ ხნის განმავლობაში სულ განიცდიდა და სულ აღნიშნავდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ჩაიჭრა. არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, იქ რომ დაწერეს, მკურნალობდა, არანაირად არ მკურნალობდა არაფერზე. გული გაუჩერდა ტრენიგზე, როგორც გავიგეთ, არასორად იქნა რეანიმაცია ჩატარებული, რადგან იმ წუთშივე არ იქნა მიწოდებული ჯანგბადი.
გამოცდები ექიმების კვალიფიკაციის შესამოწმებლად თუ ზურაბ აზარაშვილის მორიგი რეპრესიები. სასწრაფოს მძღოლი გამოცდიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პაციენტი გარდაიცვალა. გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ექიმებს კი ერთმანეთის მიყოლებით უშვებენ სამსახურიდან.
გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებით, გამოცდებში 63 ადამიანი ჩაჭრილი, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, რეკორდულ რაოდენობაზეა საუბარი.