"ვივა მედი"-ს პასუხი ენმ-ს - ჩხაიძე ამტკიცებს, რომ 3 პოლონელ მედიკოსზე პენიტენციურს დაშვების ნებართვა გაცემული აქვს
ზურაბ ჩხაიძის პასუხი ნაციონალურ მოძრაობას. კლინიკა ვივა მედის ხელმძღვანელი "პირველებთან" სატელეფონო საუბრისას ამტკიცებს, რომ სამ პოლონელ მედიკოსზე პენიტენციურმა სამსახურმა დაშვების ნებართვა დიდი ხნის წინ გასცა და მათ საკნად ქცეულ პალატაში შესვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ.
ჩალაძის ამ ნათქვამზე, მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. კლინიკისთვის ნებართვიას მომართვა არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია პენიტენციურიდან, რომ 3 სპეციალისტზე გაცემული არის ნებართვა. ოფიციალური წერილი არ ყოფილა ჩვენთან, თუ ვინ არიან ეს სპეციალისტები, მაგრამ, მემგონი არის რადიოლოგი, ნეიროქირურქი და შინაგანი მედიცინის სპეციალისტი. ესენი არიან პოლონელი ექიმები" - ამბობს ჩხაიძე.
ენმ-ს წევრები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიას ვივა მედის ნებართვაც სჭირდება, რომელსაც არ გასცემენ.