ეს არის რეალური უარი - ჩალაძის თქმით, სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიას ხელისუფლება განზრახ არ უშვებს
მიხეილ საკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიას ხელისუფლება განზრახ არ უშვებს, რათა მესამე პრეზიდენტის რეალური კვლევევბის გაცნობა არ მოხდეს.
ჩალაძემ განცხადება შტაბში ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გუშინ აღმოჩნდა, რომ თურმე, ვივა მედის თანხმობა არის საჭირო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხში ჩაერთოს ის სამედიცინო მისია, რომელიც ბრიუსელში 27 ქვეყნის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით შეთანხმდა საქართველოს მთავრობასთან. ეს არის რეალური უარი ევროკავშირისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და სააკაშვილისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის საკითხის გარკვევასა და გადაწყვეტაში ჩაერთოს ის დელეგაცია, რომლის ჩართულობის გადაწყვეტილება მიიღო 27 ქვეყანამ". - განაცხადა ჩალაძემ.