პაპუაშვილი პატიმარ დავითაძეზე: კადრებში, რომელიც პენიტეცნიურმა გაავრცელა, "ძალადობა არ ჩანს“
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პატიმარ გიორგი დავითაძეზე არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და კადრებში, რომელიც პენიტეცნიურმა სამსახურმა გაავრცელა, "არ ჩანს ძალადობა".
პაპუაშვილის თქმით, გასული წლის დეკემბერში, როცა პატიმარმა აღნიშნულზე განაცხადა, ფაქტი შეისწავლა სახალხო დამცველმაც, ჩატარდა გამოძიებაც და მისი თქმით, "დადგენილია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რატომღაც ისევ წამოწიეს ეს საკითხი".
ამ პატიმარმა ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ძალადობა იყო. საკითხი სახალხო დამცველის ოფისმა შეისწავლა, ვიდეო ჩანაწერები ნახა და დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაიწყო გამოძიება და დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამის მერე რამდენიმე პროცესი გაიმართა, სადაც ეს ადამიანი თავადაც იყო და არაფერი უთქვამს. ვნახეთ, რომ არავის არაფერი არ უთქვამს და რატომღაც ერთი კვირის წინ საკითხი ხელახლა წამოწიეს. წამოწიეს მაშინ, როცა ეს ვიდეოები დაარქივებულია, ნანახია და ყველაფერი გარკვეულია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა.
პენიტენციურ სისტემას ბრალი წაუყენეს. პენიტენციურმა სისტემამ და იუსტიციის სამინისტრომ ვიდეო ჩანაწერი იმის დასადასტურებლად გამოაქვეყნა, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. წარმოიდგინეთ აბსურდი, რომ გვაჯერებენ იმას, რომ იუსტიციის სამინისტრომ იმისთვის, რომ ეჩვენება რომ ძალადობა არ იყო, გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ძალადობაა?! - ეს ხომ აბსურდია!
საქმე გვაქვს ჯგუფთან, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს და დღეს ეუთოში ამ საკითხზე შეხვედრა ჩაატარეს. თითქოს საღ აზრზე მყოფი ადამიანები დგანან და ზრდასრულ ადამიანებს უმტკიცებენ, რომ მოძალადე აქციის დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ეს იგივე ხალხია და იგივე ჯგუფია, ვინც ამ დეზინფორმაციას ავრცელებს და იგივე ჯგუფია, ვინც ამას იჯერებს - ეს იგივე სექტა, რომელსაც საღი განსჯის უნარი არა აქვს, რადგან შეპყრობილია ზიზღით. ზიზღის გადმოსაფრქვევად ოღონდ რაიმე წითელი ნაჭერი აუფრიალონ და ყველაფერს აკეთებენ!
ეს ის ხალხია, რომელსაც აჯერებდნენ და რომელმაც დაიჯერა, რომ 2022 წლის მარტში, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, კედლებზე დახატული იყო ნიშნები, რომელსაც რაკეტები უნდა მოხვედროდა და დივერსანტები კატებს ხატავდნენ. ეს იგივე ხალხია, ვინც ამბობდა, რომ 2024 წლის არჩევნებზე 300 000 ადამიანი არსაიდან გაჩნდა და შემდეგ გაქრა. რაც მთავარია, ამას იჯერებენ!
ეს არის სექტა სოცმედიაში, რომელიც ერთმანეთს უყურებს და ერთმანეთს ატყუებს, ერთმანეთს აგიჟებს, მერე თავადვე ბრაზდებიან და ამის გაგრძელებაა, რომ ბოლოს ერთმანეთში იჩხუბებენ და დაიშლებიან.
აქ მთავარია ის, რომ ამ ყველაფრის გვერდში მდგომი უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და მედიებია, რომელიც მედლებს-მედლებზე და დიპლომებს-დიპლომებზე იღებს, რათა სხვადასხვა ჯგუფებს საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო შტურმის განხორციელებაში დაეხმარონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.