ვასაძე უარყოფს, რომ რიონის მცველების პროტესტს აფინანსებს
"ერის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძე, ამბობს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას არ აფინანსებს და მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე თქვა.
არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან ჩემი მხრიდან არ არსებობს, არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს. მე უბრალოდ საჯაროდ გამოვხატე ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა რიონის მცველების პროტესტის მიმართ", - თქვა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძემ ასევე განაცხადა, რომ ჰესთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.