გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტი, სადაც ნამახვანჰესების კასკადი დაწუნებულია - გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანმა ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც ნამახვანჰესების კასკადი დაწუნებულია. მისი თქმით, დოკუმენტი დღემდე კონფიდენციალური იყო.
დღეს მოხდა ასეთი ფაქტი, გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, ეს არის 2019 წლის 30 მარტის დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია ნამახვანჰესის კასკადი და უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს ამ დოკუმენტს. თქვენ იცით, რომ დოკუმენტი იყო კონფიდენციალური დღემდე, იმიტომ რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა სამინისტროს დასკვნები. ხედავთ, რომ არ არის გათვალისწინებული რეალური სურათი, სამინისტროს დასკვნები არ არის მხედველობაში მიღებული და გაფორმებულია კომპანიასთან ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
გასაიდუმლოებული სკანდალური დოკუმენტი ცოტახნის წინ „მთის ამბებმა" გაასაჯაროვა.