მწვრთნელის მხრიდან 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დადგინდა - პრეცედენტული გადაწყვეტილება
ეს წუთია ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის "მართვე" და მწვრთნელის პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ.
ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR აქვეყნებს.
ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.
ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდებოდა @USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და UN Women Georgia მხარდაჭერით.